"უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი უზბეკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იყვნენ.
„უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა. ჩვენ უზბეკ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია დერეფანში არსებული სატრანზიტო ტარიფებისა და საპორტო მოსაკრებლების შესახებ, ასევე გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სამომავლო პროექტები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს, ასევე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და მათ საქმიანობას გაეცნობა.