საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, 40% ცუდად აფასებს, პარლამენტისას 41%, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 35%, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 33 საშუალოდ, 28% კარგად, ხოლო 4%-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.
ამავე კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაც, გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41% ცუდად, 9% კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს მოსახლეობის 76% რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს - NDI
- მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას - NDI