NDI-ის კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ესწრება.
განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა, ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას. ამ შეკითხვას გამოკითხულები ასე პასუხობენ:
17% - კვირაში ერთხელ მაინც
67% - უფრო იშვიათად
არასდროს - 15%
ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.
საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.