გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს - NDI

რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელონა თქვენთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა. NDI-ის მიერ გამოკითხულებმა ამ შეკითხვას უპასუხეს.

  • პასუხები ასე გადანაწილდა:

71% - მნიშვნელოვანი

12% - უმნიშვნელო

17% - არ ვიცი

მათგან, ვისაც სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, უმეტესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის 62%-სთვის არის ცნობილი.


შეასრულებს თუ არა მთავრობა ხსენებულ პირობებს, 32%-თვლის, რომ შეასრულებს, 33% - არ შეასრულებს, არ ვიცი/უარი პასუხზე - 35%

კვლევის ავტორების თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან. გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ პროცესში ჩართულნი, გამოკითხულთა 68%-ის აზრით კი, მასში არასამთავრობოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ემხრობა.

გამოკითხულთა 35% (34% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) თვლის, რომ მთავრობა ოპოზიციური პარტიების ჩართულობას უზრუნველყოფს, იგივე რაოდონება პირიქით (33% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) ფიქრობს.


ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.