თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ეს შეკითხვა დაუსვა კვლევისაას NDI-მ მოქალაქეებს.
კვლევის ავტორების დასკვნით, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია.
58% პასუხობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია. 18% - ვლადიმერ პუტინის.
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ.
33% და 32% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს.
ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.