ამერიკელ პროგრამისტს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინებს ინახავდა

აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრებ პროგრამისტს, სტეფან ტომასს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 7 000-ზე მეტ ბიტკოინს (240 მილიონ დოლარს) ინახავდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

დაცული მყარი დისკი ავტორიზაციის მხოლოდ 10 მცდელობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მასზე არსებული ინფორმაცია საერთოდ იშლება. ამ დროისთვის ტომასმა დისკზე შესვლა რვაჯერ სცადა და ყველა შემთხვევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

1 ბიტკოინის ფასი 34 500 დოლარია.