გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ წამლების საფასური მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა - NDI

NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ წამლების საფასური მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.

გამოკითხულთა 41% პრობლემად, სამედიცინო მომსახურეების/ ექიმთან ვიზიტის საფასურს ასახელებს, ხოლო 30% ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/ კვალიფიკაციის ნაკლებობას ასახელებს.

გამოკითხილთა 26% აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბალი ხარისხის წამლები იყიდება, ხოლო 15% პრობლემად, საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებს. 9% კი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორში ბიუროკრატიაა.

ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.

საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.