ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე ლუდმილა მოკლეს, რომლებიც რეფერენდუმის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდნენ. ინფორმაციას საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავრცელებს.
საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ როგოვის თქმით, ოლეგი და ლუდმილა ბოიკო თავიანთ ავტოფარეხთან, კოლონიის მიკრორაიონში მმოკლეს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დაიღუპნენ.