ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებაა - პოდოლიაკი

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებად, რომლებმაც გაძარცული ქონება ფართომასშტაბიან გაქცევამდე ვერ გაინაწილეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაოლო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

„ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებად, რომლებმაც გაძარცული ქონება ფართომასშტაბიან გაქცევამდე ვერ გაინაწილეს. შესაძლებელია ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დანაშაულების მოწმეების „წმენდაც“ იყოს. გამოძიება აჩვენებს“, - წერს პოდოლიაკი.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დღეს დაიღუპნენ. 

როგორც ცნობილია, ფეთქება დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა, განაცახდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ.