ხარკოვის ოლქის პროკურორის ალექსანდრ ფილჩაკოვის განცხადებით, იზიუმში მშვიდობიანი მოქალაქის 445 საფლავია აღმოჩნილი და ერთი მასობრივი სამარხი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან დაკრძალული. „დაახლოებით 20 ადამიანი“, - აცხადებს ფილჩაკოვი.
„ექსჰუმაციის დროს, აღმოჩენილია წამების კვალი“, - აცხადებს ფილჩალჩაკოვი. მისი თქმით, ერთ-ერთ ცხედარს კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული და აღენიშნება მოტეხილობები. ეს შესაძლოა, ადასტურებდეს ძალადობრივ სიკვდილს“.
ახლა ექსჰუმაცია გრძელდება, საერთო საფლავში დაკრძალულთა შორის, პროკურორის თქმით, შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპნენ.
15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.