აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"აზერბაიჯანელი სამხედროები სომხური მხარის პროვოკაციების აღკვეთას ცდილობდნენ. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.