ეგვიპტე სუეცის არხზე გემების გავლის საფასურს ზრდის

ეგვიპტის ხელისუფლება სუეცის არხზე ყველა ტიპის გემების გავლის საფასურს 2023 წლიდან 15%-ით გაზრდის. ამის შესახებ დღეს სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უსამა რაბიამ განაცხადა.

„2023 წლის იანვრიდან, სუეცის არხით ყველა ტიპის გემების გადაადგილების საფასური გაიზრდება 15%-ით, ნაყარი გადამზიდავებისა და ტურისტული გემების საფასური 10%-ით “, - ნათქვამია არხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში.

როგორც რაბიამ აღნიშნა, რომ სუეცის არხის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება, გლობალურ ეკონომიკაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიიღო.

კერძოდ, „ტანკერების დაქირავების ღირებულება მიმდინარე წლის განმავლობაში გაიზარდა 88%-ით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი გემების ღირებულება - 11%-ით“, - განმარტავენ სუეცის არხის ადმინისტრაციაში.