დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან შავ ზღვაში რუსეთის 11 ხომალდი მანევრირებას ახორციელებს. როგორც Ukrinform იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ Facebook-ზე ავრცელებს.
„შავ ზღვაში ყირიმის სანაპიროსთან, 11 მტრის ხომალდი მანევრირებას ახორციელებს, მათ შორის სამი ზედაპირული სარაკეტო მატარებელი აღჭურვილია 24 კალიბრის რაკეტით და 4 VDK-ით“, - ნათქვამია მოხსენებაში.
„ვითარებას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. მტრის განლაგებაში სტრატეგიული ცვლლებები არ არის, თუმცა ვითარება მაინც დაძაბულია“, - აცხადებს უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.