ანექსირებულ ყირიმში, კრემლის პროპაგანდისტ დიმიტრი კისილიოვის სახლთან, ორი მანქანა დაწვეს

შაბათს, 17 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 206-ე დღეს, უცნობმა პირმა ანექსირებულ ყირიმში, კრემლის რუსი პროპაგანდისტის დიმიტრი კისელევის სახლთან ორი მანქანა დაწვა. 

ტელეგრამის არხის ostorozhno_novosti-ის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით ღამის 2 საათზე კოკტებელში მოხდა, სადაც სააგენტო Rossiya Segodnya-ს გენერალური დირექტორის ვილა მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა „ლენდ როვერის“ SUV-სა და გოლფის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.