გერმანული გამოცემის Bild-ის ჟურნალისტმა პაულ რონცჰაიმერმა, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, გადაღებულია ოთახი, რომელსაც რუსი სამხედროები იზიუმში, ადამიანების წამებისთვის იყენებდნენ.
„კაცმა, რომელიც აქ იჯდა, გვითხრა, რომ „შეუერთეს ელექტროდები და გაუკეთეს ელექტროშოკი. გაზის ნიღაბიც გამიკეთეს“, - წერს ჟურნალისტი თავის Twitter-ზე და აცხადებს, რომ მალე დეტალურ რეპორტაჟს გაავრცელებს.
მანამდე, კუპიანსკის მცხოვრებმა, რომელიც ასევე ახლახან გაათავისუფლეს უკრაინულმა ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს განუცხადა, რომ ის FSB-ის თანამშრომლებმა აწამეს. ესროლეს ტრავმატული პისტოლეტიდან და სხეულზე ჯვრები ამოუწვეს.
უკრაინულმა ძალებმა, ქალაქი იზიუმი გასულ კვირას გაათავისუფლეს. 15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზიუმთან აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი.