ბაქომ ერევანს 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას დაიღუპნენ.
ამის შესახებ Trend-ს შაბათს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მძევლების საქმეების სახელმწიფო კომისიაში განუცხადეს.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.