ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გავხდებით რუსეთის მიერ ხალხის მასობრივი წამების მოწმენი, არ ვიცი, რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში, ვპოულობთ ნაწამები ადამიანების სამარხებს. დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, სახლების ნანგრევების ქვეშ დაღუპულთა ძებნის პროცესი იწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღემდე 450 ადამიანის ცხედარი იპოვეს იზიუმში. მაგრამ კიდევ არის ცალკეული სამარხები ნაწამები ადამიანების, აქ ან სხვა ტერიტორიებზეც. ყველაფერი ეს იზიუმშია...ადამიანები ორმოებში ყრიან“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღმნიშნა, რომ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი მიდის. 

ამასთან, ზლენსკის განცხადებით, ბევრი ადამიანი რუსეთის ავიაციის იერიშების შედეგად დაიღუპა. მისი თქმით, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშ ცხედრების ძებნა ახლა იწყება. „ჩვენ გავხდებით რუსეთის მიერ ხალხის მასობრივი წამების მოწმენი და არ ვიცი, იქ [იზიუმში] რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან რუსი სამხედროების ქმედებებს ტერორისტული უწოდა და მსოფლიო საზოგადოებას, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ან ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარების მოთხოვნით მიმართა.