სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უმკაცრესად გმობს“ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის ქალაქ იზიუმში.

შესაბამის განცხადება სალომე ზურაბიშვილის Twitter გვერდზე განთავსდა.

„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები.

ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.