ჯო ბაიდენი: ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით დაეხმარა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრის დეტალები CNN-ს ინტერვიუში გაუზიარა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთმა რუსეთს უკრაინასთან ომში, იარაღი ან სხვა დახმარება მიაწოდა.

„მე დავურეკე პრეზიდენტ სი ძინპინს და ვუთხარი - „თუ ფიქრობთ, რომ ამერიკელები და სხვები აპირებენ, განაგრძონ ინვესტიციები ჩინეთში, თქვენ მიერ იმ სანქციების დარღვევის ფონზე, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, მე ვფიქრობ, რომ უდიდეს შეცდომას უშვებთ. მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბაიდენმა და მიუთითა ვიდეოზარზე, რომელიც პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, გამართა.