წელს ყაზახეთი ნავთობპროდუქტების რეკორდულ მოცულობას - 17 მილიონ ტონას გამოიმუშავებს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა შიმკენტისა და ატირაუს გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის გადადების შესახებ, რომლებიც შიდა ბაზარს დამატებით 150 000 ტონამდე დიზელის საწვავს მიაწვდის. გარდა ამისა, ეროვნული კომპანია „ყაზახეთი ტემირ ჟოლი“ 100 ათას ტონამდე დიზელის საწვავს შემოიტანს.
მაგზუმ მირზაგალიევმა ასევე განაცხადა, რომ KazMunayGas-ი ნავთობქიმიურ სფეროში ახალ პროექტებს განახორცოელებს. ამჟამად ატირაუს რეგიონში პოლიპროპილენის წარმოების ქარხანაში ექსპლუატაციაში გაშვება დასრულდა. საწარმოს ამოქმედება ერთ თვეშია მოსალოდნელი.