ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიდასრულდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს COVID-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე. მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, ნიღბებს არავინ ატარებს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, - განაცახდა ჯო ბაიდენმა.  

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება. 

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა ასეთ უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად. 

კორონავირუსის ეპიდემია პირველად, 2019 წლის დეკემბერშ, ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.