ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თავი აარიდეს სანქციების შემოღებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ამასთან, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ არ იღებს ჩინეთის განცხადებას, რომ მას ნეიტრალური პოზიცია უკავია უკრაინის კონფლიქტში.
"ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთთან ჩინეთის კავშირით", - განაცხადა ბლინკენმა.