აშშ-მ კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა თავდაცვის სფეროში ვაჭრობის შეზღუდვები კვიპროსისთვის, რაც 2023 ფისკალურ წელს შეეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1987 წლის შემდეგ პირველად, კვიპროსის რესპუბლიკა ამერიკიდან იარაღს შეზღუდვების გარეშე მიიღებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნის შესახებ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მკაცრად გმობს.

თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებელ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს და კვიპროსის საკითხის გადაწყვეტის მცდელობებზე უარყოფითად იმოქმედებს“.

„ეს გამოიწვევს კუნძულზე „შეიარაღებაში შეჯიბრს“, რაც ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ანკარა მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გადახედოს გადაწყვეტილებას და გაატაროს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართ.

გადაწყვეტილებას მიესალმა კვიპროსი და მას ისტორიული უწოდა. კვიპროსი აშშ-ის ამ ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებად და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართეობად აფასებს.

კვიპროსი 1974 წელს, თურქეთის შეჭრის შემდეგ გაიყო, რომელიც გამოწვეული იყო ბერძნების მიერ ინსპირირებული ხანმოკლე გადატრიალების შედეგად. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით