რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლით გადახდის თემაზე კომენტირებისას, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
„თუ მიმწოდებლისა და მომხმარებლის ეროვნული ვალუტა არ არის დოლარი ან ევრო, ბუნებრივია, არის დამატებითი ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია კონვერტაციასთან. ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ფინანსური ხარჯები გადახდისას“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა
მისი თქმით, კურსის სხვაობის გამო, ფინანსური ხარჯების პრობლემა ახალი არ არის.
„უკვე 3-4 წელია, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე სხვა ქვეყნებიც გადავიდნენ. ამ სტრატეგიას აქვს დამატებითი სარგებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკების ჩართვა, რომლებიც განსაზღვრავენ ვალუტის კურსს და ხელს უწყობენ სახსრების გადარიცხვას“, - დასძინა დონმეზმა.