ირანი აცხადებს, რომ მზადაა, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულებას შეუწყოს ხელი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულებას შეუწყოს ხელი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციის კომენტირებისას, ნასერ კანანმა აღნიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკიდან გამომდინარე ირანმა პოლიტიკურ ძალისხმევას რაც შეიძლება მალე მიმართა.

მისივე თქმი, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც, ირანის პრეზიდენტმა დააფიქსირა ირანის შეხედულებები და პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით და სომხურ მხარეს თავისი რეკომენდაციები წარუდგინა.