აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციების სიაში, სამი ირანული Boeing 747 სატვირთო თვითმფრინავი შეიყვანა. ამერიკელების თქმით, ამ თვითმფრინავებით, სანქციების გვერდის ავლით რუსეთში საქონელი, მათ შორის ელექტრონიკა გადაიზიდა.
თვითმფრინავები ირანულ ავიახაზებს Iran Air-ს, Mahan Air-სა და Qeshm Fars Air-ს ეკუთვნის, იტყობინება Reuters. სამივე სატვიტო თვითმფრინავი უკვე აშშ-ის სანქციების ქვეშაა.
ახლა აშშ-ის სიაში 183 თვითმფრინავია, რომლებიც, აშშ-ის მონაცემებით, სანქციების გვერდის ავლით მიწოდებისთვის გამოიყენეს. ირანის კუთვნილი 3 თვითმფრინავი ამ სიაში პირველად მოხვდა.