მოძრაობა „თალიბანმა“, ამერიკის მოქალაქე მარკ ფრიხსი, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოძრაობის უფროსი წევრის, გაჯი ბეშირ ნურზეის სანაცვლოდ გადასცა. გაჯი ბეშირ ნურზე, სასჯელს გუანტანამოს ციხეში იხდიდა.
„ჩვენ უზრუნველვყავით მარკ ფრეიქსის გათავისუფლება, ის მალე დაბრუნდება სახლში. მარკი ავღანეთში 2020 წლის იანვარში დააკავეს და 31 თვით პატიმრობაში იმყოფებოდა.
აშშ-ს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ფრიხსის გასათავისუფლებლად პროცესის განმავლობაში. ამ დილით მე დავურეკე მარკის დას და სასიხარულო ამბავი ვაცნობე“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილობით განცხადებაში.
ბაიდენმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები საზღვარგარეთ დაკავებული ყველა მისი მოქალაქის დასაბრუნებლად, ძალიასხმევას გამოიჩენს.