ესტონეთის რეფორმების პარტია, რომელიც ამჟამინდელ კოალიციას ხელმძღვანელობს, მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელის თანახმადაც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ.
ამის შესახებ რეფორმების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ერკი კელდომ ორშაბათს ERR-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„რეფორმატორთა პარტიის პოზიციაა, რომ უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებაში, ჩვენს ადგილობრივ არჩევნებზე პირდაპირი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მიცემა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სრულიად გამართლებულია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც ფიცი დადეს რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებაზე, არ აქვთ უფლება ესტონეთში ადგილობრივი თვითმმართველობა აირჩიონ. ჩვენი აზრით, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სოფლის მუნიციპალიტეტისა და საქალაქო კრებების არჩევნებში“, - განაცხადა მან.
კელდომ დასძინა, რომ რეფორმისტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ესტონეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს, რათა შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს.