ოლენა ზელენსკა და დენის შმიგალი ჩარლზ III-ს შეხვდნენ

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას შმიგალი პირად Telegram - გვერდზე ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ლედიმ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის დიდ ბრიტანეთსa და პირადად მეფეს მადლობა გადაუხადეს.

„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, - წერს პრემიერ-მინისტრი.