ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში, შეცვალა მსოფლიოს შეხედულება ომზე.
- „ახლა ადამიანები მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში იწყებენ ფიქრს - უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. თუმცა, მისი შეფასებით, ამ გამარჯვების მისაღწევად, უკრაინელებმა უნდა გააგრძელონ ზეწოლა და რუსეთს გადაჯგუფების შანსის წაართვან „ეს ადვილი არ იქნება“, - მიიჩნევს ჰოჯესი.
„უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დაღლილები არიან, მაგრამ ისე არა, როგორც რუსები”, - განაცხადა ჰოჯესმა უკრაინულ მედიასთან.