ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს, რა შედეგები მოჰყვება უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას. შესაბამის შეკითხვას მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უპასუხა.
„ახლა სამი რამ მახსენდება. პირველი: ცხადია, უკრაინის დიდი ნაწილი გათავისუფლდა და არის იმპულსი, რომელიც მათ შეუძლიათ, გააგრძელონ.
მეორე შედეგი არის ის, რომ ახლა ადამიანები არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში, იწყებენ ფიქრს იმის შესახებ, რომ უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს. მე არასოდეს შემპარვია ეჭვი ამაში.
მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის, რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ მითები გაქრა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ვფიქრობ, სხვა ერები დაიწყებენ თქმას - „ჩვენც გვინდა დახმარება“.
მესამე შედეგი არის ყირიმი. უცებ, ეს მიღწევადი ჩანს (ყირიმის გათავისუფლება).
მალე ისინი ყირიმში რუსულ სამიზნეებზე დარტყმას შეძლებენ. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.