ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია, აშშ-დან საზღვაო გზით ნიდერლანდებში ჩაიტანეს და LNG ტერმინალშია.
გემი აშშ-დან ჰოლანდიის პორტ ემშაფენში 19 სექტემბერს ჩავიდა. წლის ბოლომდე იქ მხოლოდ თხევადი აირით დატვირთულ 9 გემი ჩავა. რვა გემიდან თითოეულმა 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა გადაზიდოს.
მცურავი ტერმინალით, ჩეხეთი, გაზის წლიური მოხმარების მესამედს მიიღებს, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარებამ 9 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.