რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს, რადგან მას ევროკავშირის ღირებულებები ემუქრება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს“, - განაცხადა სანჩესმა.
სანჩესის თქმით, ბლოკი სწავლობს თანმიმდევრული კრიზისებიდან, რომლებიც კონტინენტს 2008 წლიდან აწუხებს. მან Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა შეთანხმება, ევროკავშირის მთავრობებს შორის ვალების გაერთიანების, თავდაცვის ინვესტიციების კოორდინაციისა და რუსული ენერგიის შეწყვეტის შესახებ.
„ევროპის ენერგეტიკული სისტემა ახლა არის ბაზარი, რომელიც არ მუშაობს და ეს მოითხოვს კრეატიულ ახალ პოლიტიკას, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. უნდა ვისწავლოთ პანდემიის მოდელიდან. რატომ არ ვაკეთებთ გაზის შესყიდვების ცენტრალიზებას, როგორც ეს ვაქცინების შემთხვევეაში გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერმა.