ყაზახეთში, ევროპული ტვირთით, სულ მცირე რვა რუსული სატვირთო მანქანა დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ასტანა მძღოლებისგან, საზღვარზე შესვლამდე ევროპული კომპანიის მიერ გაცემული ნებართვის წარდგენას ითხოვს, რომლის თანახმადაც, გადამზიდავს ევროკავშირიდან პროდუქციის ტრანსპორტირების უფლება აქვს მინიჭებული.
რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ასტანას ქმედება უსამართლოა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ასტანა მძღოლებს სთხოვს, უზრუნველყონ საქონლის ნებართვა, რომელიც გაცემულია არა რუსულ გადამზიდველზე, არამედ ევროპულ კომპანიაზე, რომელიც საქონელს ევროკავშირის გავლით ატარებდა. მაგრამ კომპანიები არ გადასცემენ ერთმანეთს დოკუმენტებს, საზღვრის გადაკვეთის დროს, როდესაც ევროპული გადამზიდავის მხრიდან რუსული ან ბელორუსული გადამზიდავი კომპანნიების სატვირთოებისთვის ტვირთის ჩაბმა ხდება. ამიტომ ყაზახეთის მოთხოვნა საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებების დებულებებს ეწინააღმდეგება.