ევროკავშირის საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროკავშირის საბჭოში აცხადებე, რომ 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაინას შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით გადაეცემა. ეს დახმარება, 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროპულმა კომისიამ უკრაინის მხარდასაჭერად, მაისში გამოაცხადა, ევროპულმა საბჭომ კი 23-24 ივნისს დაამტკიცა.
ეს ფინანსური დახმარება ჰუმანიტარული, ეკონომიკური განვითარების, საბაჟო და თავდაცვის სფეროებში გადანაწილდება.