რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში, კახოვკაში უკრაინელი ჟურნალისტი ჟანა კისელიოვა გაიტაცეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა (NUJU) გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი.
„რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა გუშინ, საკუთარი სახლიდან 54 წლის ჟანა კისელიოვა გაიტაცეს. ჟანა ივანივნა იყო ადგილობრივი გამოცემის „კახოვსკა ზორიას“ ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციონირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შეწყდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულია კიდევ ერთი ქალი. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.