ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ან ცალკე აღებული.
მისივე განცხადებით, პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ უნდა გაუცრუოს.
„ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ შეხვედრებზე ძალიან ცხადი იყო. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.
სვენ მიქსერის განცხადებით, საკმაოდ დეტალური ინსტრუქციაა მოცემული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ.
„განსაზღვრულია 12 რეკომენდაცია და 12 მიმართულება, სადაც საჭიროა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვფიქრობ, ინსტრუქცია საკმაოდ დეტალურია, რა უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს დინამიკა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ. ეს არის საქართველოს პოლიტიკური კლასის საშინაო დავალება“, - განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.