ენტონი ბლინკენი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნიუ-იორკში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განიხილეს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს და კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას.

მათ ასევე განიხილეს კოორდინაციის და NATO-ს ერთიანობის გაღრმავების გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ.

მდივანმა შეაქო თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა გაეროს შუამავლობით მიღებული შეთანხმებების შენარჩუნების მნიშვნელობას და მოსკოვზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.