ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ, იმის აღიარებაა, რომ მისი გეგმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, იშლება.
ამის შესახებ ტექსტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა.
„მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით საკუთარი ცუდად აღჭურვილი და მოქალაქე გაგზავნეს სასიკვდილოდ. ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალური პარია”, - განაცხადა ბენ უოლესმა.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.