თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს ნიუ-იორკში შეხვდა. Anadolu-ს ცნობით, შეხვედრა გაეროს შტაბ-ბინასთან მდებარე ანუ თურქეთის სახლში გაიმართა.
დახურული შეხვედრა 2008 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ.
ლაპიდის ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი მიესალმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას. ერდოღანის ოფისს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მოწოდებულია, განაგრძოს ურთიერთობები ისრაელთან არამხოლოდ რეგიონის, არამედ ისრაელისა და პალესტინის მომავლის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.