ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ვლადიმერ პუტინი ძალიან სახიფათო ბირთვულ თამაშში დაადანაშაულა.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეფერენდუმები არ იქნება აღიარებული.
„პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალის ნაწილად, ეს მიუღებელია“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.