მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.
ბოლო ინფორმაციით, არბატი შემოსაზღვრულია, დაკავებები ასევე მიმდინარეობს პუშკინსკაიას მოედანზე.
დაკავებები დაიწყო სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა.
საერთო ჯამში, დაახლოებით ამ მომენტში რუსეთის ქალაქებში დააკავეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 370-მდე მონაწილე. აქედან: 96 - სანკტ-პეტერბურგში, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.