უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია" მოსალოდნელი იყო და ეს უკრაინის გეგმებში არაფერს შეცვლის.
„ის (პუტინი) ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები უბრალოდ გარბიან. მას მილიონობით არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად. რადგან ხედავს, რომ ჩვენთან მოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გარბის.
მას სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, მაგრამ ასევე საკუთარი ჯარისკაცების სისხლში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.