რუსეთის პრემიერი: ბიუჯეტი 2023 წელს დეფიციტური იქნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ცნობით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში 3 ტრილიონი რუბლის დეფიციტია.

„რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს 26 ტრილიონი რუბლი იქნება, ხარჯები - დაახლოებით 29 ტრილიონი, დეფიციტი მშპ-ს 2 პროცენტია. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლია. 2023 წელს ხარჯები ძირითადად სესხით ანაზღაურდება, თუმცა არა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF)“, - თქვა მიშუსტინმა.

მიშუსტინის თქმით, 2023 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 2 პროცენტიანი დეფიციტი. 2024 წელს დეფიციტი 1,4 პროცენტს, ხოლო 2025 წელს 0,7 პროცენტს გაუტოლდება.