გერმანიის ხელისუფლებამ 4,88 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მათ შორის ნაღდი მხოლოდ ნახევარს შეადგენს. დაყადაღებულია რუსების უძრავი და მოძრავი ქონება, იახტები და თვითმფრინავები. იახტები სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია.
Spiegel-ის ცნობით, ფული, უძრავი ქონება და იახტები ჯერ არ დაუკავებიათ, შესაბამისად, გერმანიაში გაყინული რუსული ქონების პოტენციური ღირებულება შესაძლოა, გაორმაგდეს.
სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის დაახლოებით ათასი მოქალაქე და ორგანიზაცია ამჟამად ევროპის სანქციების სიაშია. რუსების აქტივების გამოთვლა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი საკუთრების თაობაზე ფაქტების დამალვას ცდილობენ.