უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ხუთი უკრაინელი მეთაური გაათავისუფლეს რუსეთ-უკრაინის სამხედრო ტყვეების გაცვლის ფარგლებში. მისივე თქმით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში დარჩებიან.
გათავისუფლებულები არიან უკრაინის ეროვნული გვარდიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო, აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და 36-ე ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი.
მეთაურები ანკარაში გადაიყვანეს. ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა უზრუნველყოფს მეთაურის ოჯახის წევრების ადგილზე ჩასვლას.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.
მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა. მათ შორის არიან „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე.