გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა რატისლავ კაჩერს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრობის პერიოდში ორივე ქვეყნის ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-სლოვაკეთის ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გამყარებისკენ.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა სლოვაკეთის ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა ამ გზაზე.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, აღინიშნა სლოვაკეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
მინისტრებმა ასევე აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა გაერო-ს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ლუქსემბურგელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში.
მათივე ცნობით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.