"ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს", - ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რითაც ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა.
„ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.
ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები, მიმდინარე საკითხზე ჭორებს ავრცელებენ“.