ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა და ისრაელის ავიაკომპანიის El-Al-ის ხელმძღვანელმა შლომი ამ შალომმა, რუსეთიდან ისრაელში ფრენების რაოდენობის შესაძლო, გაზრდაზე კონსულტაციები გამართეს.
მედიის ცნობით, კონსულტაციების მიზანია რუსეთის მოქალაქეების შემოყვანა, რომლებსაც ისრაელში რეპატრიაციის უფლება აქვთ და სურვილი აქვთ პუტინის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ თავი აარიდონ.
ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც, საერთაშორისო ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთთან საჰაერო კავშირებს ინარჩუნებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ალონ უშპიზმა განაცხადა, რომ მთავრობის ბრძანებით ქვეყანაში რეპატრიანტთა ახალი ტალღის ჩასვლისთვის მზადება დაიწყო.
„პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგვავალა რუსეთიდან ახალი ემიგრანტების მიღება. ეს მოითხოვს შეფასებას მრავალ დონეზე, საჰაერო მოგზაურობიდან დაწყებული ვიზებით და ქვეყანაში მიღებამდე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა სამინისტროებთან, ჩვენს საელჩოსთან რუსეთში და რა თქმა უნდა El-Al- თან“, - თქვა უშპიზმა.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.