Covid-19 -ის წარმოშობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი უხანში ჩავიდა

Covid-19 - ის წარმოშობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი უხანში ჩავიდა.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ათკაციანი ჯგუფის წევრები სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, ექიმებს და ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე მომუშავე პირებს გაესაუბრებიან, საიდანაც სავარაუდოდ, ვირუსი მთელ ჩინეთში, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოძიებას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაიწყებენ. სპეციალისტების ვიზიტი ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაურესების ფონზე დაიწყო. დღეს ჩინეთში 8 თვის შემდეგ პირველად „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენეტი გარდაიცვალა.

ქვეყანაშო შესვლამდე ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს.